სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში
შპს "ჯეოსტარი, " დაფუძნდა 1995 წელს და დაფუძნების დღიდან ლიდერ პოზიციებს იკავებს ქვეყნის სადისტრიბუციო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება და ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი წარმატებული ბრენდებით, როგორიც არის: BIC, Papia, Familia, Parex, Dalan, Avedov, Bonduelle, Rogachevsk, Zlato, Cargill, Sisi, Filadoro, Glamur და სხვა. კომპანიის სტრატეგიას წარმოადგენს პროცესის მაქსიმალური მოქნილობა და საუკეთესო მომსახურეობის მიწოდება კლიენტი კომპანიებისთვის.
კომპანია "ჯეოსტარის" ადმინისტრაციული გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებსაც აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა პიროვნული და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან პროცესში.
რას გთავაზობთ?
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის ქ.#36.
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა;
** ბრენდის სამოქმედო გეგმის, მარკეტინგული აქტივობებისა და ბიუჯეტის ფორმირება,
** კონკურენტი ბრენდების ანალიზი და მიმდინარე ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა,
** სამომხმარებლო ბაზრის კვლევა, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, საბაზრო პოტენციალის განსაზღვრა,
** ბრენდის საფასო სტრატეგიის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება,
მონიტორინგი და შეფასება:
** აქციების მოფიქრება, ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება,
** ბრენდის ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი,
** პრისეილერების, მერჩენდაიზერებისა და პარტნიორი კომპანიების კონსულტანტების ტრენინგი. მათთვის ბრენდზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები, მოლოდინები:
** უმაღლესი განათლება;
** სადისტრიბუციო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვისა და ფუნქციების სწორად დელეგირების გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ფლობა.
მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@geostar.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შპს "ჯეოსტარში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს ჯეოსტარ-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
შპს "ჯეოსტარი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|