Робота для біженців з України
AV სისტემების დიზაინერი/პროექტების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AV სისტემების დიზაინერი/პროექტების ინჟინერი
მომწოდებელი: The Design Mall
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"THE DESIGN MALL by AWARD Recreation" აცხადებს ვაკანსიას AV სისტემების დიზაინერის / პროექტების ინჟინრის პოზიციაზე.

თუ გაქვთ პროფესიონალური აუდიო, ვიდეო, განათებისა და აკუსტიკური სისტემების პროექტირების გამოცდილება და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური AV Technology Center-ის განვითარებაში, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

სამუშაო ადგილი - თბილისი

სამუშაო გრაფიკი

** ორშაბათი-პარასკევი
** 10:00-19:00

დასაქმების ფორმა - სრული განაკვეთი
ანაზღაურება - 4000 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:

** პროფესიონალური AV სისტემების პროექტირება და ტექნიკური დიზაინის მომზადება;
** პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების შემუშავება;
** AutoCAD-ში სამუშაო პროექტების მომზადება;
** საერთაშორისო სტანდარტებისა და მწარმოებლების მოთხოვნების გათვალისწინებით პროექტების განხორციელება;
** პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** პროექტში ჩართული გუნდებისა და პარტნიორების კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** AV სისტემების პროექტირების სფეროში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე;
** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიონალური აუდიო, ვიდეო, განათებისა და ქსელური AV ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა.

სასურველი გამოცდილება

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება შემდეგი ტიპის პროექტებზე მუშაობის მიმართულებით:

** სასტუმროები;
** საკონფერენციო სივრცეები;
** თეატრები;
** სპორტული კომპლექსები და სტადიონები;
** რესტორნები;
** სავაჭრო ცენტრები;
** საოფისე სივრცეები;
** პრემიუმ საცხოვრებელი პროექტები.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ პროექტში მუშაობის შესაძლებლობას;
** საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოსა და მაღალკვალიფიციურ გუნდთან მუშაობას.

განაცხადის მიღების წესი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:

** CV;
** სურვილის შემთხვევაში, პორტფოლიო (შესრულებული პროექტები და/ან რეალიზებული პროექტების ფოტოები).

ელ. ფოსტა: hr@designmall.ge. ელ. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: AV სისტემების დიზაინერი / პროექტების ინჟინერი. სათაურის მითითების გარეშე მიღებული განაცხადები შესაძლოა ვერ იქნას განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე