სამშენებლო კომპანია ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის ახალ წევრს მშენებლობის ასისტენტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: კანდიდატთან ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის მენეჯერისა და/ან ინჟინრის ყოველდღიური მხარდაჭერა
** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგში მონაწილეობა
** სამუშაო გრაფიკის შესრულების კონტროლში დახმარება
** მუშახელის კოორდინაცია და ადგილზე ორგანიზაციული საკითხების მართვაში მონაწილეობა
** სამშენებლო მასალების მიღება, აღრიცხვა და განაწილებაში დახმარება
** ტექნიკური დოკუმენტაციის (ნახაზები, სქემები, სპეციფიკაციები) ორგანიზება და არქივირება
** შესრულებული სამუშაოების ფოტო/ვიდეო დაფიქსირება და რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა
** უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობაში დახმარება
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან კომუნიკაცია ხელმძღვანელის დავალებით
** საოფისე ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება (ანგარიშგება, დოკუმენტაცია)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ინჟინერია/არქიტექტურა/მშენებლობა ან მონათესავე სფეროში);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სამუშაო ადგილზე კოორდინაციის გამოცდილება (მასალები, მუშები, მიწოდება);
** უპირატესობად ჩაითვლება პროექტების მენეჯერის/ინჟინრის ასისტირების გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** სამშენებლო პროცესების საბაზისო ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი (ნახაზები, სქემები);
** შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამები (WORD, EXCEL);
** დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა (საჭიროების შემთხვევაში).
ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-სამშაბათი 09:00-18:00
შესვენება: 13:00-14:00
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: d.vacancy.hr@gmail.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მშენებლობის ასისტენტი".
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის
გისურვებთ წარმატებას!
|