Робота для біженців з України
კვების და სასმელების მენეჯერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების და სასმელების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაუს ჰოტელ კახეთი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"ჰაუს ჰოტელ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას კვების და სასმელების მენეჯერის პოზიციაზე.

სასტუმროს შესახებ:

ადგილმდებარეობა: ყვარელი, კახეთი

ჰაუს ჰოტელ კახეთი წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმართმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული.

ძირითადი მოვალეობები

** კვებისა და სასმელების ობიექტების მართვა და ზედამხედველობა, მომსახურების მაღალი სტანდარტებis და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
** რესტორნების, ბარებისა და ღონისძიებების ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა, მომსახურების შეუფერხებელი პროცესისა და ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
** მენიუების, კონცეფციებისა და მომსახურების სტანდარტების შემუშავება და დანერგვა შეფ-მზარეულთან და სასმელების/კვების დეარტამენტთან თანამშრომლობით.
** კვებისა და სასმელების პროდუქტების თვითღირებულების ანგარიშგების წარმოება და მარაგების კონტროლი, ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და მოგების მაქსიმიზაციისთვის.
** საოპერაციო ანგარიშგების, პროგნოზებისა და ეფექტურობის ანალიზის მომზადება.
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის რეგულაციების მუდმივი და მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა.
** კვებისა და სასმელების გუნდის ტრენინგი, გრაფიკების შედგენა და მოტივაცია, გუნდური მუშაობისა და უწყვეტი განვითარების პოზიტიური კულტურის ჩამოსაყალიბებლად.
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესყიდვების მართვა, ხარისხის სტანდარტებისა და ხარჯების კონტროლი.
** სასტუმროს/ობიექტის გახსნისწინა აქტივობების მხარდაჭერა, დეპარტამენტის სამუშო პროცედურის შემუშავება და სატესტო რეჟიმში გახსნის მართვა.
** მჭიდრო თანამშრომლობა მიღება-განთავსების, გაყიდვებისა და მარკეტინგის და ფინანსურ გუნდებთან სტუმრების საერთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

გამოცდილება და უნარები

** კვებისა და სასმელების (F&B) სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი ეტაპობრივი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე.
** ობიექტის გახსნისწინა (pre-opening) პროცესებში ან ახალი სივრცეების გაშვებაში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარები.
** კვებისა და სასმელების ხარჯების კონტროლის (cost control), ბიუჯეტირების, მარაგების მართვისა და ოპერაციული ეფექტურობის ინდიკატორების (KPIs) ღრმა ცოდნა.
** პროცესებში უშუალო ჩართულობა, სტუმარზე ორიენტირებულობა, შედეგებზე მიმართული მიდგომა და დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა.
გუნდში გაწევრიანება ნიშნავს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: თქვენს გამოცდილებაზე მორგებულ საკომპენსაციო პაკეტს.
** კარიერულ ზრდას: წინსვლის შესაძლებლობებს ჩვენს დინამიურ ორგანიზაციაში.
** ინკლუზიურ გარემოს: ცოცხალ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას.
** საერთო მიზანს: მუშაობას ვნებიან ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრობენ ჩვენი ღირებულებებით — ერთად ვუკავშირდებით, ვქმნით ინოვაციებს, ვკურირებთ და ვუძღვებით წინსვლას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vboisa@kertenhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე