კომპანია "მონტაჟ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესყიდვის მოთხოვნების მიღება და დამუშავება;
** სამშენებლო მასალების, ინვენტარისა და მომსახურებების მომწოდებლების მოძიება;
** მიღებული შეთავაზებების Excel-ში შედარება და ანალიზი;
** მომწოდებლებთან ფასებისა და კომერციული პირობების შეთანხმება;
** შეკვეთების განთავსება და მათი შესრულების კონტროლი;
** მასალებისა და ინვენტარის საწყობში ან პროექტებზე დროული მიწოდების ორგანიზება;
** ობიექტების ხელმძღვანელებთან და დეპარტამენტის გუნდთან კომუნიკაცია;
** მომწოდებლების მონაცემთა ბაზის წარმოება;
** შესყიდვებისა და მომარაგების შესახებ რეპორტინგის წარმოება.
** ადგილობრივ ბაზრის პროდუქციის განფასება და სატენდერო დოკუმენტაციების შევსება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** RS.GE -ზე მუშაობის გამოცდილება
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ალექსანდრე მანაგაძის ქ. №1;
** ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ამ წლის 31 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: s.kobulashvili@montage.ge.
გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი.
|