ავეჯის მაღაზია ეძებს ძლიერ და გამოცდილ მარკეტოლოგს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული მიმართულების დაგეგმვასა და განვითარებაზე.
აუცილებელი მოთხოვნაა ავეჯის, ინტერიერის, დიზაინის ან მსგავს სფეროში მარკეტოლოგად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ბრენდის პოზიციონირება და განვითარება;
** ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მიმართულების მართვა;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
** კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვა;
** ფოტოსესიებისა და ვიდეოკონტენტის დაგეგმვა და კოორდინაცია;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების შეფასება და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება;
კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს:
** ავეჯის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში მარკეტინგული მუშაობის გამოცდილება;
** წარმატებული პროექტებისა და სარეკლამო კამპანიების პრაქტიკული გამოცდილება;
** Meta Ads-ის და ციფრული მარკეტინგის ძლიერი ცოდნა;
** ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირების გამოცდილება;
** მაღალი ვიზუალური გემოვნება და თანამედროვე დიზაინის ტენდენციების აღქმა;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** კრეატიულობა და ინიციატივის დამოუკიდებლად გამოჩენის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
სამუშაო ფორმატი: შესაძლებელია ჰიბრიდული გრაფიკი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და შესრულებული პროექტების/პორტფოლიოს მაგალითები: liverafurniture@gmail.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც აქვთ შესაბამის სფეროში პრაქტიკული მარკეტინგული გამოცდილება.
|