Робота для біженців з України
დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: ოლიმპი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას დასაფასოებელი წარმოების ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.

თუ ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ხარისხიანი დაფასოება, შეფუთვა და მარკირება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** დასაფასოებელი დანადგარებისა და დამხმარე მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი;
** ნედლეულის, შესაფუთი მასალებისა და მზა პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა;
** საწარმოო გეგმის დროული, ზუსტი შესრულება და პროდუქციის ხარისხის პირველადი კონტროლი;
** სამუშაო ზონაში სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური უნარები: მათემატიკური აზროვნება (მასალების ზუსტი ხარჯვისა და ნაშთების აღრიცხვისთვის);
** გამოცდილება: წარმოებაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** პიროვნული მახასიათებლები:
** სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კეთილსინდისიერება და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და ფიზიკური გამძლეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და სანიმუშო სამუშაო ეთიკა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000+ ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი.

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: olimpi1995@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 40 90 25
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე