Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი N230
სამუშაო საათები: სტანდარტულად, კვირაში 40 საათი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00)
ანაზღაურება: 2000 + ლარი NET (კანდიდატის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის გათვალისწინებით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელება — პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის განახლება და განვითარება;
** პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** 1C ERP/Microsoft Navision სისტემის შესყიდვების მოდულში შესაბამისი ინფორმაციის დარეგისტრირება;
** RS პორტალზე სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების ატვირთვა, შემოსული დოკუმენტების დადასტურება და შესაბამისი გატარების ასახვა 1C ERP სისტემაში;
** არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება და უკეთესი შემოთავაზებების მოპოვება;
** შიდა ბაზრის პერიოდული მოკვლევა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანალიტიკური სამუშაოს შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ადგილობრივი შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** იმპორტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება;
** 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** სასურველია Microsoft Navision პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიურობა და ენერგიულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** დაზღვევას;
** ფასდაკლებას ჩვენს პროდუქციაზე;
** პერიოდულ საჩუქრებსა და კომპანიისგან სხვადასხვა აქტივობას;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ. ფოსტის "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე