ჩვენ შესახებ: წარმოადგენს ადგილობრივ/საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ აგრო-კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ნუშის მოყვანასა და რეალიზაციაში. ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. გუნდის გაფართოების მიზნით, ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს.
ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ძირითადი თბილისი, ბიზნეს ცენტრი სითი თაუერი
პოზიციის მიზანი:
ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. გუნდის გაფართოების მიზნით, ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
** ნუშის პროდუქციის (გარჩეული ნუში, ნაჭუჭიანი ნუში და ა.შ.) გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ახალი კლიენტების (საცალო ქსელები, დისტრიბუტორები, საკონდიტრო წარმოებები, B2B და B2C სექტორი) აქტიური მოძიება და მოზიდვა;
** არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო, გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება/განვითარება;
** კონკურენტული გარემოს, ფასებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი კვლევა და ანალიზი;
** კომერციული მოლაპარაკებების წარმართვა, შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების წარდგენა;
** საექსპორტო ბაზრების მოძიება და კომუნიკაცია (ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, გაყიდვების ან აგრარული მიმართულებით);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სურსათის (FMCG) ან სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია (უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel და MS Word) კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დამარწმუნებელი მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი
** კარიერულ ზრდას: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ და მზარდ ინდუსტრიაში.
** პროფესიონალურ გარემოს: მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
სამუშაო განაკვეთი: სრული.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: nj@power-it.ge და გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
წარმატებებს გისურვებთ!
|