Specialty Drinks არის პრემიუმ ხარისხის ყავის, ცხელი შოკოლადისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს HoReCa სექტორთან, ოფისებსა და საცალო ვაჭრობის ობიექტებთან საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიას ბრენდ-ამბასადორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან პროდუქციის დეგუსტაციების ორგანიზება და ჩატარება;
** ახალი HoReCa ობიექტების, ოფისებისა და საცალო (Retail) კლიენტების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება; არსებული პარტნიორი ობიექტებისა და კლიენტების რეგულარული მონახულება;
** პოსტ-სეილ (Post-sale) მომსახურების უზრუნველყოფა და პარტნიორი ობიექტების მხარდაჭერა;
** პროდუქციის სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით ბარისტების, ბარმენებისა და ობიექტის პერსონალის კონსულტირება;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეაგირება;
** გაყიდვების ზრდის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების, HoReCa-ს, Retail-ის ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ბარისტად ან ბარმენად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** აქტიური საველე მუშაობისა და გადაადგილებისთვის მზადყოფნა.
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის არსებობა (სასურველია, თუმცა არა აუცილებელი);
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებას 1, 800-დან 3, 000 ლარამდე - ფიქსირებული ხელფასი და შესრულებაზე დაფუძნებული ბონუსი;
** საწვავისა და სამსახურებრივი გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას;
** პროფესიულ ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის გაყიდვებისა და პარტნიორული ქსელის განვითარებაში.
თუ ხართ ენერგიული, კომუნიკაბელური, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და მზად ხართ აქტიური საველე მუშაობისთვის, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: specialtydrinks7@gmail.com
|