Робота для біженців з України
უფროსი მექანიკოსი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მექანიკოსი
მომწოდებელი: ტრანსფორდი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შვილობილი ორგანიზაცია შპს "ტრანსფორდი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ.ფოთი
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება;

დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, კვება.

აუცილებელი მოთხოვნები: მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საპორტო/სამშენებლო ტექნიკების გამართულობის უზრუნველყოფა;
** საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: transford@transford.net და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანია ტრანსფორდმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის ელექტრონულ ბაზაში და შეიძლება განხილულ იქნას მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე