Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ესპანო
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კომპანია "ესპანო" ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ცნობილია სამარკო ნიშნით "ესპანური სახლი".

კომპანია მომხმარებლებს ექსკლუზიურად სთავაზობს, ეკოლოგიურად სუფთა, სარემონტო მასალებს ესპანეთიდან.

ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს, წებო ცემენტებს, ონკანებს, ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ ესპანურ სარემონტო მასალებს.

კომპანია "ესპანო" - ესპანური სახლი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კარგი ყოფაქცევის გათვალისწინებით
** სამუშაო საათები: 09:30-დან 18:00-მდე
** დასვენების დღეები: თვეში შვიდი დღე (მენეჯერთან შეთანხმებით)

მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #124
ყოველთვიური ხელფასი (ხელზე ასაღები): 1800 ლარი, ასევე ყოველთვიურად აიღებთ დამატებით ხელფასს (ბონუსის სახით)

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და კეთილსინდისიერება
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერიოდულად საწყობში პროდუქციის მიღება
** დღის განმავლობაში, რეალიზაციის პროცესში გაყიდული პროდუქციის შეგროვება და კლიენტისთვის მიწოდება
** საჭიროების დროს, საწყობში განთავსებული პროდუქციის აღწერაში გუნდურად მონაწილეობის მიღება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ რეზიუმე/CV ფოტოსურათით: espano2012@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე