თანამედროვე კონცეფციის კაფე-საცხობი "მარდები" გუნდში ეძებს ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და გამოცდილ მცხობელს ქართული გულსართიანი პროდუქტების მიმართულებით.
მოვალეობები:
** ქართული გულსართიანი პროდუქტების მომზადება და გამოცხობა;
** როგორც იმერულ, ისე ფენოვან ცომთან მუშაობა;
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების მკაცრი დაცვა;
** ახალი ტექნოლოგიების, რეცეპტებისა და სამუშაო სტანდარტების სწრაფად ათვისება.
მოთხოვნები:
** იმერულ და ფენოვან ცომთან მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და მოწესრიგებულობა;
** ახალი ინფორმაციის მიღებისა და მუდმივი პროფესიული განვითარების სურვილი.
პირობები:
** ანაზღაურება - დღეში 100 ₾ + ნავაჭრის 1%
** გრაფიკი 4/2 - თვეში 20 სამუშაო დღე;
** სამუშაო საათები - 11:00-23:00;
** სამუშაო გარემო: მეგობრული, თანამედროვე და კომფორტული ახალი სივრცე;
** ლოკაცია - საბურთალო, დელისის მეტროსთან ახლოს, ფერდინანდ თავაძის 5ა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელეფონი: +995 592 292 827
ელ-ფოსტა: info.mardebi@gmail.com
|