Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
ჩვენ ვართ ალტა — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ალტა მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებაში და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ჰუალინგი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება და გადაზიდვის სპეციალისტისთვის გადაცემა;
** აგროვების სისწორის კონტროლი;
** კამერების წინ დადგენილი წესით ტვირთის გადაცემის და დასტიკერების კონტროლი;
** მანქანებში ტვირთის განთავსების და შეუსაბამობების კონტროლი;
** პროდუქციის საწყობიდან გასვლის შემდგომი ჩამოწერის განხორციელება;
** ყველა საწყობში არსებული პროდუქციის აყვანა საწყობის ბალანსზე ;
** საქონლის შეფუთვაზე შენახვის წესებთან დაკავშირებული მითითებების შესრულება;
** კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაინიცირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემის ანალიზის და დიაგნოსტიკის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/b4Vz8iZb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე