კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კლინიკის შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანალიზი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შეფასება და მისი შესაბამისობის დადგენა მარეგულირებელ კანონმდებლობასა და კლინიკის შიდა რეგულაციებთან;
** ელექტრონული და მატერიალური (საქაღალდე) სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება და კონტროლი;
** დიაგნოზებისა და სამედიცინო ჩარევების კოდირების (ICD) სისწორისა და მკურნალობასთან შესაბამისობის კონტროლი;
** პაციენტის მკურნალობის პროცესში გამოვლენილი გადაცდომების ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და შემთხვევების განხილვა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად;
** ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** ICD კოდირების საფუძვლების ცოდნა (სასურველია);
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** გამოცდილ და მხარდამჭერ გუნდთან მუშაობას;
** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ კლინიკის ხარისხის მართვისა და განვითარების პროცესში;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. №3 (ყოფილი წინანდლის ქ. №9-11), 300 არაგველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00;
** ანაზღაურება: 1000-1100 ლარი (ხელზე);
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@enmedic.com
ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "სამედიცინო ხარისხის კონტროლის სპეციალისტი"
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით, საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მოთხოვნების შესაბამისად.
რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი" დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული მიზნისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კლინიკა ენმედიცი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
|