"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ჯგუფის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
ტექნიკური ჯგუფის სუპერვაიზერი პასუხისმგებელია ობიექტის ყველა საინჟინრო სისტემის უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური რისკების მართვაზე, კომუნალური რესურსების, პერსონალის, კონტრაქტორების, ბიუჯეტისა და ციფრული ტექნიკური სისტემების ეფექტიან მართვაზე.
პოზიცია ეფუძნება თანამედროვე Facility Management-ისა და Property Management-ის პრაქტიკას და მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკური სამუშაოების კოორდინაციას, არამედ ობიექტის სრული ტექნიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
ძირითადი მოვალეობები:
** შენობის ყველა საინჟინრო სისტემის (ელექტროობა, სანტექნიკა, გათბობა-კონდიცირება/HVAC, ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოება, ლიფტები, დაბალი დენის სისტემები) ექსპლუატაციის ორგანიზება და კოორდინაცია;
** ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობისა და სხვა კომუნალური რესურსების მოხმარების აღრიცხვა;
** ტექნიკური გუნდის სამუშაოების დაგეგმვა და მოვალეობების განაწილება;
** ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ტექნიკური ანგარიშების მომზადება;
** შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური/საინჟინრო უმაღლესი განათლება (ელექტროობა, სანტექნიკა, მექანიკა, მშენებლობა ან მონათესავე მიმართულება);
** საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, HVAC/VRF, სანტექნიკა, სახანძრო უსაფრთხოება, BMS) ღრმა ტექნიკური ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა ან მუშაობის გამოცდილება;
** საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციაში მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვისა და ლიდერული უნარები;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე);
** ანაზღაურება: შეთანხმებით.
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იანი ფასდაკლება Hilton Batumi-ის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
** 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi Center-ში;
** დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში — 10%-იანი ფასდაკლება;
კომპანიის შესახებ:
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობასა და მათი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას.
ჯგუფი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Hilton და Hampton by Hilton. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო ბრენდული სტანდარტების მიხედვით მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_wsk4c/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|