Робота для біженців з України
ექთანი-ფლებოტომისტი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი-ფლებოტომისტი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას თელავის ფილიალში ექთანი-ფლებოტომისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თელავი, ვარდოშვილის ქ.N20
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 09:00-14:00
ანაზღაურება: 800 ლარი.

ექთანი-ფლებოტომისტის მოვალეობები:

** პაციენტებისგან ვენური და კაპილარული სისხლის აღება ლაბორატორიული კვლევებისთვის;
** ბიოლოგიური მასალის სწორად მარკირება, შენახვა და ტრანსპორტირებისთვის მომზადება;
** პაციენტის იდენტიფიკაციისა და პროცედურის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და სამედიცინო ინვენტარის სტერილურობის უზრუნველყოფა;
** პაციენტებისთვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კომფორტის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და მონაცემების აღრიცხვა;
** ინფექციური კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** ექთან-ფლებოტომისტად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.
** ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი გვერდები:

https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე