"სენა ავტო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სავალი ნაწილების ხელოსნის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საშუალო ან/და სპეციალური/სახელობო განათლება ტექნიკური განხრით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობა;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** დოკუმენტაციის ელემენტარულ დონეზე წარმოების უნარი;
** ავტოსერვისის სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@senaauto.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|