Робота для біженців з України
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: Creativecloud
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
მარკეტინგული სააგენტო "Creativecloud" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

Creative Cloud არის გუნდი, სადაც მრავალწლიანი გამოცდილება და თამამი, კრეატიული ხედვა ერთიანდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ახალი სახელით წარვდექით, ჩვენი გუნდი ათეულობით წარმატებულ კამპანიასა და დიდ ბრენდებთან მუშაობის სტაჟს ითვლის. ჩვენ არ ვართ დამწყებები; ჩვენ შევკრიბეთ სფეროს პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ აქციონ იდეა რეალურ ბიზნეს შედეგად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება სხვადასხვა არხის გამოყენებით (LinkedIn, Cold Call, რეკომენდაციები, ღონისძიებები და სხვა);
** პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციის წარმართვა;
** შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
** კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება;
** მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის შეთანხმებების მიღწევა;
** ბაზრის, კონკურენტებისა და ახალი შესაძლებლობების მუდმივი კვლევა;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** ბიზნეს განვითარების, B2B გაყიდვების ან კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება მარკეტინგული სააგენტოს ან სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** გაყიდვების პროცესის მართვის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hello@creativecloud.ge

თქვენი თავგადასავალი გელოდებათ - დავიწყოთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე