"სენა ავტო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების დარგში;
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერტიფიკატი);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
** Fina საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ან/და რომელიმე საბუღალტრო და ბიზნეს პროგრამების ცოდნა (ინფინატი, ორისი, სუპერფინი, ფინა, აპექსი, ინფო-ბუღალტერი და ა.შ.);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
** ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@senaauto.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|