ფარმაცევტული კომპანია "Inter Pharma" აცხადებს ვაკანსიას იმერეთის, აჭარის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან;
** ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა;
** საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან;
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** განვითარებაზე ორიენტირება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.
პირობები:
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა;
** სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე;
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (პრაქტიკული უნარების და გამოცდილების გათვალისწინებით), შედეგის შესაბამისი წამახალისებელი პრემიები.
დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.interpharmageorgia@gmail.com
სათაურში მიუთითეთ, რომელ ვაკანსიასთან დაკავშირებით აგზავნით მონაცემებს.
|