Робота для біженців з України
ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"iSpace | Apple Premium Partner" ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან გუნდის წევრს ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მაღაზიების ვიდეო მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში;
** ვიდეოკამერების ჩანაწერების მონიტორინგი და დეტალური ანალიზი;
** მონიტორინგის პროცესში შესაძლო რისკებისა და ხარვეზების დადგენა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
** ნებისმიერი სახის დარღვევის ოპერატიული გამოვლენა და რეაგირება;
** თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** მონიტორინგის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება
** პერიოდული შიდა აუდიტის ჩატარება მაღაზიებში არსებული ჩეკ ლისტების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება
** განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება
** სექტორული გამოცდილება: მომსახურებისა და Retail სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტური მართვის უნარი

რა გელოდება ჩვენთან?

** დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში
** Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა
** თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა

თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.

შენი კარიერა იწყება აქ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე