Робота для біженців з України
მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Umbrella Group
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"Umbrella Group" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, TikTok) მართვა;
** კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი;
** ობიექტებზე ვიზიტი და პროექტების გადაღება
** კამერის წინ აქტიური ჩართულობა;
** ახალი მარკეტინგული იდეების შექმნა და განხორციელება;
** პრეზენტაციების მომზადება გაყიდვების გუნდის საჭიროებების შესაბამისად;
** პარტნიორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

პოზიცია არ მოიცავს:

** მომხმარებლების შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემას.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება - 1, 200 ლარი + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 4 დღე, 10:00-17:00;
** შაბათი და კვირა - დასვენების დღეები;
** ერთი სამუშაო დღე - თანამშრომლის არჩევით;
** სამუშაო ფორმატი - ოფისიდან (On-site);
** კომპანიის ავტომობილი ობიექტებზე გადაადგილებისთვის;
** მეგობრული გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, კრეატიულობა და ახალი იდეები.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. N1 (სამოქალაქო სასამართლოსთან).

CV და პორტფოლიო გამოგვიგზავნეთ: info@umbrella-group.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე