Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: პოლიმერი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"პოლიმერი" — პლასტმასის პროდუქციის ლიდერი საქართველოში!

37 წელია, "პოლიმერი" ავითარებს პლასტმასის ინდუსტრიას საქართველოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას ამ სფეროში. "პოლიმერი" თანამშრომლობს 150-მდე კომპანიასთან საქართველოს მასშტაბით და ვაწარმოებთ 40-ზე მეტი ტიპის პროდუქციას სუფთა, მყარი მასალისგან, რაც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, თანამედროვე საწარმოო ინფრასტრუქტურა, სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება!

ვაკანსიის აღწერა:

პლასტმასის პროდუქციის საწარმო "პოლიმერი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე, საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: საქართველოს მასშტაბით
სამუშაო გრაფიკი: ინდივიდუალური
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დისტრიბუცია განსაზღვრულ მარშრუტზე;
** შეკვეთების დროული მიწოდება;
** ობიექტებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების უნარი;
** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკური მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა, დისციპლინა და შრომისმოყვარეობა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა არ არის სავალდებულო).

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საწვავით უზრუნველყოფილი სამსახურებრივი ავტომობილი;
** დაზღვევა (ჯანმრთელობის/ავტომობილის);
** ბონუსები;
** კარიერული ზრდა;
** სტაბილური პარტნიორობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: plasticgoldllc@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 157 158

"წინამდებარე ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს. "პლასტიკგოლდ"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."

გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე