ავტოსკოლა "არტ დრაივი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც ტელეფონით, ასევე ადგილზე;
** ავტოსკოლის სერვისებზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების ჩაწერა თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მომხმარებელთან ურთიერთობის ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00;
** კვირაში 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება განიხილება შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: artdrive05@gmail.com
|