კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას როგორც საცალო, ასევე საბითუმო მიმართულებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ავტოსერვისით მომსახურებას, ასევე, სპეც.ტექნიკის იმპორტსა და რეალიზაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.smotors.ge
პოზიციის დასახელება: ბაზის ოპერატორი.
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული პროდუქციის პროგრამა FINA -ში ატვირთვა, დახარისხება, შესაბამის ჯგუფებში ფორმირება.
** საცალო გაყიდვების ანალიზის წარმოება მაღაზიების მიხედვით. (თვის ჭრილში)
** პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიღება / დამუშავება / სწრაფად აღმოფხვრა შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებთან ერთად;
** პროგრამაში არსებული ნაშთებიდან ე. წ პროდუქციის, დასურათებული კატალოგების ფორმირება მომხმარებლების ან/ ბრენდის მიხედვით.
** ვირტუალურ საწყობებს შორის ნაშთების გადატანა
** ზედნადებების სიზუსტის კონტროლი RS.ge -ზე ატვირთვა
** რეალიზაციის გატარება პროგრამა FINA-ში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე)
** ქართულად გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
** Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი სახელფასო ანაზღაურებას.
** მზარდ კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|