"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
"ათასწლეულის სკოლა" არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.
millennium-school.org
ვეძებთ დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ლოგიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და მათემატიკის პრაქტიკული მნიშვნელობის აღმოჩენაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ზრუნავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, ლოგიკური, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე, უსაფრთხო, მხარდამჭერი და ცნობისმოყვარეობის წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნის გზით;
** ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური მსჯელობის, პრობლემების გადაჭრის, არგუმენტირების, მათემატიკური მოდელირებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარების განვითარებას;
** ქმნის სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მათემატიკური ცნებები დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას, იკვლიონ სხვადასხვა ამოხსნის გზა და გააანალიზონ მიღებული შედეგები;
** გეგმავს და წარმართავს სასწავლო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის საგანმანათლებლო ხედვის შესაბამისად;
** იყენებს მოსწავლეზე ორიენტირებულ, თანამედროვე და მრავალფეროვან სწავლების მეთოდებს;
** აფასებს მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს, აძლევს განვითარებაზე ორიენტირებულ უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში გეგმავს დამატებით მხარდაჭერას;
** აქტიურად თანამშრომლობს საფეხურის კოორდინატორთან, საგნობრივ გუნდთან, კლასის დამრიგებლებთან, ფსიქოლოგთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან, რათა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გამოცდილება;
** გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში, თემატურ კვირეულებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში;
** აქტიურად მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში და ხელს უწყობს სკოლის ღირებულებებისა და კულტურის განვითარებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მათემატიკის, მათემატიკის განათლების, განათლების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** სასურველია სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების, მათემატიკური მოდელირების ან პროექტებზე დაფუძნებული სწავლების გამოცდილება;
** თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივა და პროფესიული განვითარების სურვილი.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 25 აგვისტოს ჩათვლით.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.
|