კომპანია აცხადებს ვაკანსიას აგრონომის დამხმარის პოზიციაზე.
თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული და გსურთ პროფესიული განვითარება, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, აჭარაბეთ არენა
ანაზღაურება: 1, 742 ლარი (დარიცხული).
ძირითადი მოვალეობები:
** მთავარი აგრონომის დახმარება სტადიონის ბუნებრივი საფარის მოვლა-პატრონობასა და ყოველდღიურ სამუშაოებში;
** გაზონის გაკრეჭა;
** საფეხბურთო მოედნის მონიშვნა;
** გაზონის დამუშავება სასუქებითა და მცენარეთა დაცვის საშუალებებით;
** მორწყვის პროცესში მონაწილეობა;
** მოედნის ხელით გაწმენდა და ყოველდღიური მოვლა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მასალის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
** სამუშაო ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი მოქნილია და შესაძლოა შეიცვალოს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.
** ჩვეულებრივ, სამუშაო დღე იწყება 09:00 საათზე და სრულდება 19:00 საათზე.
** შესვენება: 1 საათი.
** კვირაში ერთი დასვენების დღე, რომელიც განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.
** საჭიროების შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაო კომპენსირდება დამატებითი დასვენების დღეებით ნაკლებად დატვირთულ პერიოდში.
** სამუშაო ფიზიკურად დატვირთულია და ზოგჯერ მოითხოვს მძიმე სამუშაოების შესრულებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ საკომუნიკაციო დონეზე (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
** მონდომება, ინტერესის ქონა და სწავლის სურვილი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შესრულება;
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზადყოფნა.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — ყველა საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარს ადგილზე შეგასწავლით.
თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული მოედნის მოვლასა და განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (ინგლისურ ენაზე): sisgeorgia@sispitches.com ან დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის: 555 49 63 35
|