Робота для біженців з України
გაყიდვების მხარდაჭერის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მხარდაჭერის კოორდინატორი
მომწოდებელი: Travelfy
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანია "Travelfy" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მხარდაჭერის კოორდინატორის პოზიციაზე.

"Travelfy" არის ტურისტული კომპანია, სადაც სამოგზაურო ოცნებები რეალობად იქცევა, ჩვენ ვფლობთ World Travel Awards-ის საუკეთესო ტურისტული სერვისებისთვის 2022, 2023 და 2024 წლებში, რაც ადასტურებს ჩვენს პროფესიონალიზმსა და ხარისხს. Travelfy არის ადგილი, სადაც თითოეული თანამშრომელი აქტიურად მონაწილეობს უნიკალური და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად შევქმნათ საუკეთესო გუნდი და გამოცდილება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ადმინისტრატორის, Customer Support-ის, გაყიდვების მხარდაჭერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებისა და ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმების ცოდნა;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

პასუხისმგებლობები:

** Facebook, Instagram და სხვა საკომუნიკაციო არხებიდან შემოსული შეტყობინებების მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი მოთხოვნების შესაბამის გაყიდვების მენეჯერებზე დროული განაწილება;
** კონტროლი, უპასუხა თუ არა მენეჯერმა მისთვის გადაცემულ მომხმარებელს განსაზღვრულ ვადაში;
** უპასუხოდ დარჩენილი ან დაგვიანებული შეტყობინებების იდენტიფიცირება და შესაბამის მენეჯერთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის დაკარგვის შესაძლო შემთხვევების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** CRM სისტემაში ან შესაბამის სამუშაო პლატფორმაში ინფორმაციის სისწორისა და სტატუსების კონტროლი;
** დღის განმავლობაში შემოსული მოთხოვნების რაოდენობის აღრიცხვა;
** დღის/კვირის მოკლე ანგარიშის მომზადება: რამდენი მოთხოვნა შემოვიდა, რამდენს გაეცა პასუხი, რამდენი დარჩა დამუშავების პროცესში და სად დაფიქსირდა დაგვიანება;
** გაყიდვების ხელმძღვანელისთვის პრობლემური ან დაგვიანებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მხარდაჭერა საჭიროების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@travelfy.ge

თქვენი თავგადასავალი გელოდებათ - დავიწყოთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე