სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.
სამუშაო ადგილი: საქართველო
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
მოვალეობები:
** სამშენებლო-საინჟინრო პროცესების უშუალო მართვა და ზედამხედველობა ობიექტზე;
** სამუშაოების შესრულება პროექტის, ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების კონტროლი;
** ყოველდღიური/ყოველკვირეული საინჟინრო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (ფარული სამუშაოების აქტები, ჟურნალები და ა.შ.);
** პროექტის მენეჯერთან, სამუშაოთა მწარმოებელთან (პრორაბთან) და ქვეკონტრაქტორებთან აქტიური თანამშრომლობა;
** ობიექტზე საჭირო მასალებისა და რესურსების მოცულობების დათვლა და შესყიდვების გუნდისთვის მოთხოვნის მომზადება.
უნარ-ჩვევები:
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი;
** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საგზაო ან ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში;
** გზის მშენებლობის ტექნოლოგიების ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის კარგად წაკითხვის უნარი;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა (საბაზისო);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge
გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|