"კარფური სითი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის/ჰოთ-დოგის მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის პროფესიული და თავაზიანი მომსახურება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** ბლინის ცომის მომზადება და გამოცხობა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** ჰოთ-დოგის მომზადება სტანდარტისა და რეცეპტის მიხედვით;
** რეცეპტებისთვის მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საწყობიდან საჭირო ინგრედიენტების მიღება და სწორად შენახვა;
** მომხმარებლისთვის ახალი და ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება;
** სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება;
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა და მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** სამზარეულოში ან მცხობლის პოზიციაზე მუშაობის მინიმალური (1 წლამდე) გამოცდილება;
** სწრაფი სწავლის უნარი და მოტივაცია პროფესიულ განვითარებაზე;
** სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი.
უპირატესობები და სარგებელი:
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ფიქსირებული ანაზღაურება 1100-1300ლ. ანაზღაურება დამოკიდებულია ნამუშევარ საათებზე
** საბონუსე სისტემა.
** სამუშაო ცვლაში
მისამართი: თბილისი, საბურთალო, მერაბ კოსტავას ქ. 73.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: anastasiasvintradze@gmail.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მცხობელი/ჰოთ-დოგის მზარეული"
ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე: 595 76 23 23, 557 159 159
|