Робота для біженців з України
უმცროსი კოორდინატორი/დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი კოორდინატორი/დეველოპერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახურის უმცროსი კოორდინატორი (დეველოპერი)ს თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული აპლიკაციების/ციფრული პლატფორმების განვითარება და მართვა;
** კომპანიის საჭიროებაზე მორგებული ახალი ვებ-აპლიკაციების შექმნაში მონაწილეობა;
** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე სისტემაში კორექტირებების შეტანა;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაცემთა ბაზაში წარმოქმნილი ხარვეზების იდენტიფიცირება/ანალიზი/აღმოფხვრა;
** ახალი ფუნქციონალების დამატება;
** პროგრამული კოდის ტესტირება, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა და პროდუქტის განვითარების ციკლში აქტიური მონაწილეობა.
** გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, პროგრამირების საკითხებში კურატორის და ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში);
** Laravel framework - თან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** PHP - პროგრამირების ენების ცოდნა;
** React - თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** JavaScript - პროგრამირების ენების ცოდნა;
** HTML-სა და CSS-ის ცოდნა;
** MySQL/PostgreSQL-ის ბაზების კონტროლის და ოპტიმიზაციის ტექნიკების ცოდნა;
** ვერსიის კონტროლის (Git) ცოდნა;
** Github თან მუშაობის გამოცდილება;
** Docker - ის საბაზისო ცოდნა ლოკალურ გარემოში სამუშაოდ;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სხვა მოთხოვნები:

** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 11.08.2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "დეველოპერი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე