Робота для біженців з України
წარმოების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სარეკლამო საწარმო
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
სარეკლამო საწარმო ეძებს წარმოების ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელია გარე რეკლამის წარმოებისა და მონტაჟის პროცესების ეფექტიან დაგეგმვაზე, ტექნიკური გუნდების მართვასა და პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

დაქვემდებარებაში ჰყავს 20-25 თანამშრომელი.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებისა და სამონტაჟო ჯგუფების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია;
** პროექტების სპეციფიკის მიხედვით სამუშაოების დაგეგმვა და თანამშრომლების გადანაწილება;
** სამუშაოების ვადების განსაზღვრა, შესრულების პროცესის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
** რთული და არასტანდარტული პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და მათი განხორციელების შესაძლებლობის შეფასება;
** საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი სერვისის ან სპეციალისტების ჩართვის ორგანიზება;
** წარმოებაში გამოყენებული მასალების ხარჯვისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი;
** შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტებისთვის საჭირო მასალების დროული შესყიდვისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად;
** წარმოებისა და მონტაჟის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა;
** წარმოებისა და მონტაჟის პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ხელშეწყობა;
** პროექტებში ჩართული სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური მენეჯერის, წარმოების ხელმძღვანელის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვისა და საწარმოო პროცესების ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება;
** ტექნიკური ნახაზების კარგად წაკითხვის უნარი;
** საწარმოო პროცესების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** B კატეგორია მართვის მოწმობის ფლობა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ანაზღაურება - 4000 ლარი (ნეტ)
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hrrecruitment787@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე