Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი სამედიცინო მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი სამედიცინო მიმართულებით
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
შპს "კლინტექ" (ZOMA) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული მწარმოებელია, რომელიც ქმნის ჰიგიენურ, საყოფაცხოვრებო და ქაღალდის პროდუქტებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად იზრდება და სწორედ ამიტომ ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს სამედიცინო მიმართულებით.

თუ გსურთ იმუშაოთ სტაბილურ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და განვითარების სურვილი - გელოდებით "კლინტექ"-ში.

https://zoma.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება;
** არსებული კლიენტების განვითარება;
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების ჩატარება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება
** გაყიდვების გეგმების შესრულება.

ჩვენი კლიენტები:

** კერძო კლინიკები
** სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები
** მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები
** სტომატოლოგიური კლინიკები
** ლაბორატორიები
** დიაგნოსტიკური ცენტრები
** სამედიცინო ქსელები
** სარეაბილიტაციო ცენტრები
** სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები

ძირითადი მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების გამოცდილება;
** მოლაპარაკებების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** უპირატესობა: სამედიცინო სექტორში ან პროფესიონალური სარეცხი-სადეზინფექციო საშუალებების/ქაღალდის პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება; B კატეგორიის მართვის მოწმობა; საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ავლიპ ზურაბაშვილი 5
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
** სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე
** ანაზღაურება: პირველი თვე - ანაზღაურებადი სტაჟირება: 800 ლარი
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ: ფიქსირებული ხელფასი - 1400 ლარი + ყოველთვიური ბონუსი.
** წარმატებული მენეჯერის საერთო თვიური შემოსავალი: 4000 ლარი+

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-მისამართზე: hr.zoma1@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე INFO@ZOMA.GE
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე