Робота для біженців з України
კურიერი საკუთარი მოპედით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი საკუთარი მოპედით
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - კურიერი საკუთარი მოპედით

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო საათები - 11:00-20:00-მდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით;
** ფიტპასი და სხვა კორპორატიული აქტივობები, თიმბილდინგები;

ძირითადი მოვალეობები:

** თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურების გაწევა;
** დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად გამზადებული შეკვეთის ადრესატამდე მიტანა და გადაცემა;
** დანიშნულების წერტილამდე ტვირთების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საკუთარი მოპედის ყოლა და შესაბამისი მართვის უფლება და გამოცდილება;
** თბილისის ქუჩებისა და უბნების ცოდნა;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** ენერგიული;
** კეთილსინდისიერი;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/go28wRDIeZ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე