Робота для біженців з України
ბავშვთა გასართობი სივრცის თანამშრომელი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა გასართობი სივრცის თანამშრომელი
მომწოდებელი: კისილენდი გორი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"კისილენდი" არის თანამედროვე საბავშვო გასართობი და სათამაშო სივრცე გორში, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებმა უსაფრთხო, სუფთა და მხიარულ გარემოში ითამაშონ და აღნიშნონ დაბადების დღეები, ხოლო მშობლებმა სასიამოვნოდ გაატარონ დრო. თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა და ხართ პასუხისმგებლობიანი და ენერგიული შემოუერთდით კისილენდის მეგობრულ გუნდს!

ბავშვთა გასართობი სივრცის თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების აღრიცხვა, ანგარიშსწორება;
** ბავშვებისა და სივრცის უსაფრთხოების კონტროლი;
** სათამაშო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** შიდა წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ბავშვების სიყვარული და მათთან კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა და პუნქტუალურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** კომპანიაში განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრული გუნდს;
** სტაბილურ სამუშაო ადგილს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;

სამუშაო ადგილი: გორი, გორი მოლი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (10:00-16:00; 16:00-22:00). სამუშაო დღეებია კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 900 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე - kisilandvacancy@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 591092099
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე