"Clean Factory" — თბილისის პრემიუმ ტექსტილის მოვლის ცენტრი — აფართოებს თავის გუნდს.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვთ გაყიდვების უნარები და გსურთ იმუშაოთ მაღალი სტანდარტების პროფესიონალურ გარემოში, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება რესეფშენის, გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში;
** ქართული ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულოა);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მაღალი სტანდარტი;
** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქმიანი ეტიკეტის ნორმების დაცვა, პროფესიული კომუნიკაციისა და კორპორაციული ქცევის სტანდარტების შესაბამისად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ხელფასი: 1500 GEL;
** სამუშაო საათები: 08:00-20:00;
** გრაფიკი: ცენტრი მუშაობს კვირაში 7 დღე. სამუშაო გრაფიკი შეთანხმებით ნაწილდება მეორე რესეფშენის თანამშრომელთან მორიგეობით;
** ოფიციალური შრომითი ხელშეკრულება;
** პროფესიული სწავლება და განვითარების შესაძლებლობა;
** თანამედროვე, უსაფრთხო და პრემიუმ სამუშაო გარემო;
** კარიერული ზრდისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 35.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: cleanfactory2026@gmail.com / maritadevidze5@gmail.com და გახდით Clean Factory-ის პროფესიონალური გუნდის წევრი!
|