Робота для біженців з України
ოფისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის თანამშრომელი
მომწოდებელი: CSgroup
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
კომპანია "CSgroup" აცხადებს ვაკანსიას ოფისის თანამშრომლის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გუნდის ახალგაზრდა წევრს.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული და გასული კორესპონდენციის (ელ-ფოსტა, წერილები) მართვა.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება.
** ოფისის სტუმრების მიღება და მასპინძლობა.
** საოფისე საქმის წარმოება.
** საოფისე ტექნიკისა და საკანცელარიო მარაგების კონტროლი.
** შეხვედრებისა და კალენდრის დაგეგმვაში მონაწილეობა.
** პირველადი დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერა და მეტყველება).
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და სამუშაო დონეზე).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
** ანაზღაურება: 800-1200ლ ხელზე.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: tradingcomp2001@gmail.com

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "ოფისის თანამშრომელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე