Робота для біженців з України
ბუღალტრის ასისტენტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: ბი ემ ქეი პარტნერს
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურების კომპანია "ბი ემ ქეი პარტნერს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის (დამწყები ბუღალტრის) თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
** RS-ზე დოკუმენტაციის ატვირთვა/დამუშავება;
** დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მთ. ბუღალტრის სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office, Word, Excel;
** საბუღალტრო პროგრამა Oris-ის საბაზისო ცოდნა (!);
** პრაქტიკულ ბუღალტერიაში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად (!);

უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;

პირობები:

** სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00;
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
** ხელფასი: შეთანხმებით

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 10 აგვისტოს გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: bmkpartners2008@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე