აუდიტორული კომპანია "აიდი ქონსალთინგ"-ი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობაა ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მომსახურებების გაწევა. ამჟამად "აიდი ქონსალთინგ"-ი მომსახურებას უწევს 50-ზე მეტ დამკვეთს.
მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება.
** საბანკო გადარიცხვები;
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე მუშაობის (ზედნადებების/ფაქტურების გამოწერა) გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, Excel და Word -ის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე და მიზანდასხული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ;
ადგილმდებარეობა: მცხეთა
საორიენტაციო ხელფასი 2000 ლარი ნეტი. ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@idconsulting.ge საგანში მიუთითეთ "უმცროსი ბუღალტერი".
|