ვინ ვართ ჩვენ?
Sushi Icons Georgia არის იაპონური სამზარეულოს ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქტს, გამორჩეულ გემოსა და თანამედროვე მომსახურების გამოცდილებას.
ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხზე, დეტალებზე და სტუმრისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული განვითარება, გუნდური მუშაობა და მაღალი სტანდარტების მუდმივი დაცვა.
ჩვენი გუნდი ეძებს კურიერს საკუთარი სკუტერით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5-6 სამუშაო დღე 17:00-23:00 (6 საათი) და კვირაში 1 დღე 12:00-00:00 (12 საათი)
ბენეფიტები:
** საწვავის ხარჯების ანაზღაურება
** კვება სამუშაო ცვლის განმავლობაში
** სამუშაო ფორმა და მსუბუქი თერმოჩანთა
** ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ (ინდივიდუალური პირობების გათვალისწინებით)
მოთხოვნები:
** საკუთარი სკუტერი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა;
** სკუტერის მართვის მოწმობა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr.sushiicons.ge@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ - "კურიერი საკუთარი სკუტერით".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "SUSHI ICONS GEORGIA"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|