Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი/გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი/გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჯეი ეფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
კომპანია "JF Georgia" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის/ გაყიდვების წარმომადგენლის (პროფესიონალური მიმართულება) პოზიციაზე.

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს სხვადასხვა დასახელების პროდუქციის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო პროდუქცია, აქსესუარები, ავეჯი და სხვა) საბითუმო და საცალო გაყიდვებს. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოს მასშტაბით არსებული სილამაზის სალონები. JF Georgia წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ფილიალებით, მათ შორის სილამაზის სალონითა და სასწავლო აკადემიით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://jfgeorgia.ge/

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ე.ანდრონიკაშვილის N37ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:00 საათი, შაბათი: 09:30 - 14:00 საათი

ანაზღაურება და პირობები

** ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვების ბონუსი; (საშუალო შემოსავალი რეალიზაციის შედეგების მიხედვით: 2, 500 - 5, 000 ლარი);
** საწვავის ხარჯების სრული ანაზღაურება (გარბენის მიხედვით);
** ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ფიქსირებული ანაზღაურება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროფესიონალური თმის მოვლის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლისთვის პროდუქტის ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული პრეზენტაცია.
** პოტენციური და ახალი მომხმარებლების აქტიური მოძიება, მათთან გრძელვადიანი, სანდო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** სილამაზის სალონებთან და სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, შეკვეთების მიღება და ფინანსური პირობების შეთანხმება;
** პროდუქციის სწორად განთავსებისა და მერჩენდაიზინგის დადგენილი სტანდარტების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების რეგულარული მონიტორინგი;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** შეკვეთების დროული მიწოდების პროცესის მონიტორინგი;
** ბაზარზე არსებული ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ სამუშაო გარემოს დიდ და მეგობრულ გუნდში;
** პოზიციური და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@junglefever.ge

სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: რეზიუმეს (CV) გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ჯეი ეფ ჯორჯიამ" (JF Georgia), თქვენი კანდიდატურის განხილვისა და შემდგომი დასაქმების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე