|
დასახელება:
CNC ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჯეო დეკორი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
კომპანია "ჯეო დეკორი" ახორციელებს საავეჯე მასალების იმპორტს ევროპის წამყვანი მწარმოებლებისგან. ასევე, კომპანია დაკავებულია მასალების რეალიზაციით და ნახევარფაბრიკატების დამზადებით, რათა შემდგომ ეტაპზე შეიქმნას სრულყოფილი ავეჯი.
სამუშაოს აღწერა:
ჩვენ ვეძებთ CNC ოპერატორს, რომელიც იმუშავებს CNC დანადგარზე და უზრუნველყოფს დეტალების ზუსტ და ხარისხიან დამუშავებას ტექნიკური ნახაზების შესაბამისად. CNC დანადგართან საავეჯე ფასადების დამუშავება, მათი კონტროლი, დანადგარის გამართულად მუშაობის მონიტორინგი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00, შესვენება 1 საათი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ანაზღაურება 1500-დან 4000 ლარამდე კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** CNC დანადგარებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1+ წელი)
** ტექნიკური ნახაზების შედგენის და წაკითხვის უნარი
** CAD პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კონცენტრაციის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროგრამებში: Corel Draw, AutoCAD მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ადგილმდებარეობა: ფეიქრები, ეველინა თავაძის 12
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV: hr@geodecor.ge
|
|
|
|