|
დასახელება:
კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით
|
| მომწოდებელი:
იზივეი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მიკროავტობუსით (მარშრუტკა) კახეთში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მიკროავტობუსი!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში
არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე,
შაბათ-კვირა დასვენება;
** ანაზღაურება: დღეში 70 ლარი + საწვავი
** მისამართი: სოფ. კისიხევი
** სამუშაო არეალი : სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი მიკროავტობუსი ტიპის ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით კახეთში"
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 23 80 03
|
|
|
|