Робота для біженців з України
დიასახლისი - ბაღდათი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: საირმის საცხობი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიებს:

2. დიასახლისი

პოზიციის დანიშნულება:

დიასახლისი პასუხისმგებელია ობიექტის, საწარმოო და მომსახურების სივრცეების სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე, სამუშაო გარემოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და სანიტარული ნორმების შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ობიექტის, სამუშაო და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** იატაკების, მაგიდების, სამუშაო ზედაპირების, მინის, სველი წერტილებისა და სხვა სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოსა და მომსახურების სივრცეებში ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ნარჩენების დროული გატანა და სანაგვე სივრცეების სისუფთავის კონტროლი;
** სარეცხი და საწმენდი საშუალებების სწორად გამოყენება და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სამუშაო პროცესში სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს მუდმივად შენარჩუნება;
** სველი წერტილების, ჰიგიენური მასალებისა და საჭირო ინვენტარის მუდმივი კონტროლი და შევსება;
** კომპანიის კუთვნილი დასუფთავების ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების გაფრთხილება;
** სურსათის უვნებლობისა და სანიტარული მოთხოვნების დაცვა სამუშაო პროცესის განმავლობაში;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა თანამშრომლების მხარდაჭერა სისუფთავისა და მოწესრიგების მიმართულებით;
** აღმოჩენილი ჰიგიენური ან ტექნიკური პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად.

აუცილებელი უნარები და კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად აქტიურ გარემოში მუშაობის უნარი;
** წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე ორიენტირებული მიდგომა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია დასუფთავების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmebakery.ge სათაურის ველში მიუთითეთ: დიასახლისი ან დარეკოთ 598006354

კომპანიის ბენეფიტები:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
** სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
** კვება უფასო
** ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ
** დაზღვევა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე