ქართული საოჯახო ტიპის რესტორანი "ელენესთან" 2026 წლის იანვარში გაიხსნა და მომხმარებელს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს საავტორო კერძებითა და ქართული კულინარიის გემრიელი ელემენტებით მოდერნიზებულ სტილში. ობიექტი მცირე ზომისაა, სულ 5 მაგიდით წარმოდგენილი. რესტორნის შემქმნელი და შეფ-მზარეული მოყვარული კულინარი ელენეა.
რესტორანი "ელენესთან" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნა: ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
გრაფიკი: 5/2 -ზე (ორშაბათი-პარასკევი), 13:00 - 23:00
ანაზღაურება: დღეში 100 ლარი (თვეში ერთხელ საბანკო ანგარიშსწორების გზით)
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elenestan.restaurant@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "მზარეული".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების მიღების ვადა: 15.08.2026
|