Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორი
მომწოდებელი: Financial Outsource
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
შპს "Financial Outsource" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შემოსავის ორდერების და სხვა) წარმოება;
** RS.GE-ზე მუშაობა, დოკუმენტაციის დროული დამუშავება, გადამოწმება, აღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/დადასტურება;
** შედარებები დებიტორ/კრედიტორებთან;
** სახელმწიფო და ადმინისტრაციულ დაწესებულებებთან სატელეფონო კონსულტაციის მიღება;
** მთავარი ბუღალტრის და მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; (Excel, Word ცოდნა აუცილებელია)

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:00სთ;
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 72
ანაზღაურება: ფიქსირებული, 1200 ლარი, დაზღვევა ;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: cv@fin.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე