Робота для біженців з України
მაშველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაშველი
მომწოდებელი: გურუ ქონსტრაქშენ
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"გურუ ქონსთრაქშენ" აცხადებს ვაკანსიას მაშველის (მეთვალყურე) თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი (ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განრიგი: კალენდარული თვის განმავლობაში არა უმეტეს 168 საათი (ყოველ მე-2 დღეს)

სამუშაოს აღწერილობა:

** სასტუმროს ღია აუზის მუდმივი კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში აუზის ტექნიკური მხარდაჭერა
** მოსარგებლეების ინფორმირება სარგებლობის წესებსა და პირობებზე
** გარეშე პირებისგან მიმდებარე ტერიტორიის დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

მოთხოვნები:

** საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება
** სულ მცირე ერთი უცხო ენის ცოდნა

ანაზღაურება: შეთანხმებით

უპირატესობები:

** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა

განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად: hr@guruholding.ge (ელ. ფოსტის თავსართში აუცილებლად მიუთითეთ: "კონკურსი" ან "მაშველი")

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ან ბინადრობის მოწმობის ფოტოასლი
** CV (ავტობიოგრაფია)
** ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100)
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.

კონტაქტი:

ელ. ფოსტა: hr@guruholding.ge
ტელ.: 593 60 10 10 ან 571 34 54 34

შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე