Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოომაღაზია ლე ფეთ`ითი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
ზოომაღაზია "ლე ფეთ`ითი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ზოომაღაზია "ლე ფეთ`ითი" დაარსდა 2022 წელს და ხსნის მეორე ფილიალს თბილისში! LE PET`IT არის ონლაინ და ფიზიკური ზოომაღაზია, სადაც იყიდება უნიკალური და ყველასგან განსხვავებული პროდუქცია შინაური ცხოველებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს სოციალურ ქსელებს:

https://www.facebook.com/profile.php?id=100086476023866
https://www.instagram.com/lepetit_petstore/
https://www.tiktok.com/@lepetit_petstore

გრაფიკი: სრული. 11:00-21:00, თვეში საშუალოდ 16-20 დღე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (ვაკე-საბურთალო)
ანაზღაურება: 1100-1200 ლარი; ზრდის პერსპექტივით + პერიოდული ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტირება
** სალაროში ოპერაციების კონტროლი (გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების წარმოება)
** პროდუქციის მიღება-ჩაბარება და თაროებზე განთავსება
** მაღაზიაში სისუფთავის შენარჩუნება

სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:

** ასაკი - 18 წლიდან
** ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** შინაური ცხოველების სიყვარული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: lepetit.petstore7@gmail.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე