ვეძებ შედეგზე ორიენტირებულ, ანალიტიკურად მოაზროვნე და მოტივირებულ დიჯითალ ედვერთაიზერს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩვენი ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაზე, მართვასა და ოპტიმიზაციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სარეკლამო კამპანიების მართვა: Meta Ads (Facebook/Instagram), TikTok Ads და სხვა პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მონიტორინგი.
** ბიუჯეტირება და ROI: სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება და კამპანიების ოპტიმიზაცია მაქსიმალური ROAS და ROI მისაღებად.
** აუდიტორიის ანალიზი: სამიზნე აუდიტორიების კვლევა, სეგმენტაცია, რეთარგეთინგის სტრატეგიების შემუშავება და A/B ტესტირება.
** ანალიტიკა და რეპორტინგი: შედეგების მუდმივი ანალიზი და პერიოდული ანგარიშების (Reports) მომზადება.
** კრეატიულ გუნდთან მუშაობა: კონტენტ კრეატორებთან ერთად ეფექტური სარეკლამო ვიზუალებისა და ტექსტების კონცეფციის შემუშავება.
რას გთავაზობთ:
** მზარდი ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა.
** საერთაშორისო გამოცდილება: Tier 1 ქვეყნების ბაზარზე მუშაობისა და გლობალური მასშტაბის კამპანიების მართვის გამოცდილება.
** ინოვაციური ინსტრუმენტები: სხვადასხვა AI ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა და მარკეტინგული პროცესების ავტომატიზაციის აწყობა.
** კარიერული განვითარება: პროფესიული ზრდისა და გუნდთან ერთად განვითარების რეალური შესაძლებლობები.
როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (და პორტფოლიო/ნამუშევრების ლინკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელფოსტაზე: workwithus.hrteam@gmail.com და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "Digital Advertiser".
|